Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი. Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე
Чтение книги онлайн.
Читать онлайн книгу Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი - Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე страница 15
Bremer Vulkan Verband AG («Ⴁრემერ Ⴅულკან ფერბანდ ႠႢ») – ერთერთი უმსხვილესი გემთსამშენებლო კომპანია Ⴂერმანიაში.
Bremische Burgerschaft (Ⴁრემენის საქალაქო საკრებულო) – ქალაქ—მხარე Ⴁრემენის პარლამენტი.
Breslau (Ⴁრესლაუ) – ქალაქი Ⴑილეზიაში; ამჟამად Ⴎოლონეთის შემადგენლობაში.
Briefbombe (წერილი—ბომბი) – წერილი ფეთქებადი მოწყობილობით, რომელსაც უგზავნიან ვინმეს დასახიჩრების მიზნით, შესაშინებლად და ა. შ.; გავრცელდა ბოლო წლებში ტერორისტების გააქტიურების პირობებში.
Brigadegeneral (ბრიგადის გენერალი) – გენერლის წოდება Ⴁუნდესვერში.
Brigitte («Ⴁრიგიტა») – ქალთა პოპულარული ჟურნალი; გამოიცემა Ⴘპრინგერის კონცერნის მიერ.
Brocken (Ⴁროკენი) – უმაღლესი მწვერვალი (1142 მ.) Ⴠარცის მთებში.
Brockhaus («Ⴁროკჰაუსი») – საგამომცემლო ფირმა, დაარსებული Ⴔ. Ⴀ. Ⴁროკჰაუსის მიერ 1805 წ.; 1984 წ. ფირმა «Ⴁიბლიოგრაფიული ინსტიტუტი ႠႢ» -თან გაერთიანების შემდეგ იმყოფება Ⴋანჰაჲმში; უშვებს ენციკლოპედიებს, საცნობარო და სპეციალურ ლიტერატურას.
Brockhaus Friedrich Arnold (Ⴁროკჰაუსი Ⴔრიდრიხ Ⴀრნოლდი, 1772—1823 წწ.) – გამომცემელი, სახელგანთქმული საგამომცემლო ფირმა «Ⴁროკჰაუსის» დამაარსებელი.
Brot für die Welt («Ⴎური მთელს მსოფლიოსათვის») – საქველმოქმედო აქცია, რომელიც ტარდება 1959 წლიდან Ⴘობის წინადღეს ევანგელიკური ეკლესიის მიერ.
Brotzeit (ბროტცაჲტი) – მსუბუქი საჭმელი საუზმესა და სადილს ან სადილსა და ვახშამს შუა.
Brown, Boveri & Cie. AG (ВВС) («Ⴁროუნ, Ⴁოვერი უნდ Ⴉ° ႠႢ» (ႡႡႱ) – Ⴘვეჲცარიის ერთ—ერთი უმსხვილესი მანქანათსამშენებლო და ელექტროტექნიკური კონცერნი, დაარსებული 1871 წელს ქალაქ Ⴅიტენტურში; 1901 წლიდან მისი შვილობილი კონცერნი იმყოფება ქალაქ Ⴋანჰაჲმში (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის მხარე).
Brückenverlag GmbH Literatur-vertrieb Import Export («Ⴁრჲუკენ