Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Чтение книги онлайн.
Читать онлайн книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი страница 27
Ⴁუჭონი – დახალული ქერი, ხალი ქერისა.
Ⴁუჭულა – პატარა წისქვილი. // Ⴈმერულად პატარა ფაცხა.
Ⴁუხარი – კედელთა შინა სახლისათა დატანებული საცეცხლური.
Ⴁუხუნი – (ბუხუნებს) ლომისა ან ღორის ბრდღვინვის ხმა, დრუხუნი.
Ⴁუჯერი – ბურენი, ჭურჭელთ შესაწყობი ხის თარო.
Ⴁღავილი – (ბღავის) ცხვართ ხმიანობა.
Ⴁღარტი – ბარტყი მართვე მფრინველთა.
Ⴁღვერა – (ვუბღვერ) სიძულილით ან რისხვით შეხედვა.
Ⴁღლარძუნი – (ებღლარძუნება, ბღლარძუნობენ) უგვანის ჭიდილით თამაშობა.
Ⴁღნეძა, ბღნეჯა – (იბღნიძება, იბღნიჯება) ღმეჭა, ღრეჯა, უმსგავსოდ შეჭმუხნა პირის სახისა.
Ⴁღოტვა – (ბღოტავს) ბორტვა, ბორდღვა, ოთხზედ სლვა (ნახე Ⴑიარულში).
Ⴁღუარი, ბღორი – ჩრდილოეთი. Ⴑხვაგან სამხრეთად სწერია, მაგრამ ჩრდილოეთი უფრო მართალია, რადგან ბღორი მიღებულ არს ბერძული ლექსისაგან ბორეასი და სამხრეთის სახელი არს სხვა (ე.ი. Ⴇემანი ნახე).
Ⴁღუვილი – (ბღუვის) ხართ ხმიანობა
Ⴁღუნძვა – (ვბღუნძავ, ვიბღუნძები) შეკუმშვა, მოკრება ზღარბთა, წურბელთა და მისთანათა.
Ⴁღურიალი – (ბღურიალებს) ღავილი, ტირილი ცუდის ხმით (ნახე Ⴒირილთან).
Ⴁღუჯი – მუჭი, პეშვი (ნახე Ⴋუჭი).
Ⴁძანება – ნახე ბრძანება
Ⴁძარვა – (ვჰბძარავ) გაგლეჯა, დახეთქა, განბძარვა, მცირედ გატეხა.
Ⴁჭე, ბჭენი – შესავალი სასახლეთა, ტაძართა, გალავანთა, ქალაქთა და მისთანათა.
Ⴁჭე, ბრჭე – შუაკაცი გამორჩეული მოჩივართაგან გასასინჯავად ცილობისა მათისა, მოსამართლე, მედიატორი.
Ⴁჭობა – (ვბჭობ) სამართლობა, გაბჭობა. // Ⴂანსჯა ვითარ კაცი ბჭობდა, ღმერთი ეცინოდა.
Ⴁჭოვანება – ბჭენი, შესავალნი.
Ⴁჭუალი, პჭუალი, ბრჭუალი – აგებულებისა შინა გათანგჳთ ტკივილი სხვადასხვას ადგილას.
Ⴁჯენა – (ვიბჯენ, ვიბრჯენ) ნახე Ⴁრჯენა.