Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Чтение книги онлайн.
Читать онлайн книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი страница 36
Ⴂანრყუნა – (განვრყუნი, განვირყუნები) განხრწნა, წახდენა, გაქსუვება.
Ⴂანრყუნილი – წამხდარი, ან გაქსუვებული.
Ⴂანრჩევა – (განვარჩევ, განვირჩევი) გარკვევა, გაშორება ერთი მეორისაგან.
Ⴂანსაგებელი – სამნეო, სახელო, სამოურავო და მისთანანი.
Ⴂანსაზავებელი – საეკლესიოთა სიწმიდის ჭურჭელთაგანი, რომლითაცა განიზავების ღვინო და წყალი, ანუ მოიღების მდუღარება.
Ⴂანსაზღურვა, -რება – (განვსაზღურავ, -რებ) საზღურის დადება (ნახე საზღუარი).
Ⴂანსასვენებელი – ადგილი განსვენებისა.
Ⴂანსაფარდველი – გასასყიდი.
Ⴂანსაცდელი – საფრხე, შესაბრკოლებელი.
Ⴂანსაწმენდელი – სალხინებელი.
Ⴂანსახლვა – განსახლებულობა, გარდასახლება სამკჳდროს ადგილიდამ, სხვაგან დასხლება.
Ⴂანსახრწნელი – ხრწნილება, დახსნა კავშირისა ნივთთასა.
Ⴂანსვენება – (განვუსვენებ, განვისვენებ, ნახე შესვენება).
Ⴂანსივება – (განსივნების) დაშუპება, გაბერვა სიმსივნით.
Ⴂანსლვა – (განვალ) გარეთ გამოსლვა, ანუ გაღმა გასლვა.
Ⴂანსპეტაკება – (განვასპეტაკებ) გათეთრება, გასუფთავება.
Ⴂანსქდომა – (გასქდების) განპება, გახეთქა, გაჩეხა
Ⴂანსყიდვა – (განვსყიდი, განვისყიდები) განფარდვა, გაცულა საფასეზედ.
Ⴂანსძეებული – ძუძუგაშვებინებული.
Ⴂანსწავლა – (განვსწავლი, განვისწავლები) სწავლის მიცემა ან მიღება.
Ⴂანსხმა – (განვასხამ) გარეკა, გალალვა, (ნახე გამოსხმა) // (განმესხმის) გამოსხმა, დასხმა, შერჭობა.
Ⴂანსჯა – (განვსჯი, განვისჯები) გასამართლება //მოქმედება გონებისა, რაჟამს დაამტკიცებდეს რასმე ანუ უკუსთქმიდეს, ე.ი. შეერთება ანუ განყოფა იდეათა // გონება, ჭკუა, ძალი სულისა, პოვნად სრულთა იდეათა // წერილი, თხზულება რომლისამე საქმისათჳს გარდამოცემული.