Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Чтение книги онлайн.
Читать онлайн книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი страница 79
Ⴅელის – ყრდელი ვენახის ღიჭას ჰგავს და მწარეა.
Ⴅელობი – ვაკე, ბარი ადგილი.
Ⴅელური – გარეული, მინდურისა; თაფლი ველური (ნახე Ⴇაფლი).
Ⴅელური ვირი – კანჯარი.
Ⴅენახი – მტილი საყურძნე, ზვარი. // ზოგჯერ ჰნიშნავს ვაზსა.
Ⴅეჟანი – შავმოიისფრო (Ⴐუხთან ნახე).
Ⴅერ, ვერა – უკუთქმითი ზმნისზედა, მნიშვნელი შეუძლებლობისა, ხოლო არა – უნდომელობისა, ამის გამო ვერ იხმარების ნაცუალად ზმნისა არა ძალმიძს, არ შემიძლია, მაგალითად, ვერ დავდივარ, ვერ დავსწერ, არ დავდივარ, არ დავსწერ.
Ⴅერაგი – მზაკვარი, ხელოვანი, მცბიერი.
Ⴅერაგობა – მზაკვარება, მანქანება.
Ⴅერანა – უშენი, უმკჳდრო, ნაოხარი ადგილი.
Ⴅერარა, ვერარაჲმე – ვერაფერი, შეუძლებლობის უკუთქმა (ნახე Ⴀრარა).
Ⴅერსი, ვერსტი – რუსული საზომი გზისა, 500 საჟენი, გინა 1250 ბიჯი, ანუ 625 მხარი, უკეთუ 1 მხარი იანგარიშო ორ ნაბიჯად (Ⴋილი ნახე).
Ⴅერღარა—
Ⴅერცხლი, ვეცხლი – ძვირფასი მეტალლი, შემდგომად ოქროსა უმჯობესი სხუათა, ფერით თეთრი, ვინაცა ლექსი ესე თეთრი იხმარების ნაცულად ვეცხლისა, ოდესცა ჰნიშნავს საფასესა ფულსა.
Ⴅერცხლეული – შემკრებელობითი სახელი, დამნიშვნელი ვერცხლისგან შექმნილთა ნივთთა.
Ⴅერძი – მამალი ცხუარი, ერკემალი. // ნიშანი ზოდიაქოსი, რომელიცა მარტსა შინა მიითუალავს მზესა (ნახე Ⴆოდიაქო).
Ⴅერხვი – (ხე).
Ⴅეფხი – (ოთხფ.).
Ⴅექილი – ვაქილი, მაგიერი მოსაქმე.
[Ⴅეღარა – ნახე Ⴅერღარა]
Ⴅეშაპი – დიდი თევზი ანუ ცხოველი წყლისა. // დიდი გველი.
Ⴅეცხლი – ნახე Ⴅერცხლი. Ⴅეცხლის წყალი ნახევარმეტალლი, მძიმე და ნოტიო.
Ⴅეძა – წყარო ბუნებითად მლაშე, ხმარებული საჭმელთა შინა მარილის მაგიერ (ნახე Ⴜყალი და Ⴋარილი).
Ⴅეხნა, ვეხნები – ჭურჭელი სამსხვერპლოტა.
Ⴅზინდარი – მეჯინიბე.
Ⴅზინდართუხუცესი –