Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Чтение книги онлайн.
Читать онлайн книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი страница 14
Ⴀღსაზრდელი.
Ⴀღსარება – (აღვუარებ) ქება, დიდება // განდობა ცოდუათა თჳსთა წინაშე მოზღუარისა // (აღვიარებ) წარმოთქმა სარწმუნოებისა.
Ⴀღსარება ანუ აღვიარება – სარწმუნოებისა ესე არს მრწამსი საქრისტიანო.
Ⴀღსასრული – დასრულება, გათავება.
Ⴀღსვარული – შესვარული, მოზელილი და გამომცხუარი.
Ⴀღსლუა – (აღვალ) მაღლა აღწევა.
Ⴀღსპობა – (აღვსპობ) აღხოცა, აოხრება ანუ მოსრვა.
Ⴀღსრულება – (აღვასრულებ, აღესრულების) გათავება // (აღესრულების) ახდენა // გარდაცვალება, [აღსასრული].
Ⴀღტაცება – (აღვიტაცებ, -ბი) მაღლა ატანა.
Ⴀღტეხა – იხილე Ⴀტეხა.
Ⴀღტყველვა – ორთავე ხელთა ზეამაღლეмბით შემოკურა, ტაშისცემა.
Ⴀღტყინება – (აღატყდების) აღგზება.
Ⴀღფრენა – (აღვჰფრინდები) ზეაღსლვა ფრენითა.
Ⴀღფუვება – (აღვაფუვებ) გაღვივება, მოდედება ცომისა.
Ⴀღფქურევა – (აღვაფქურევ) აღგვა, ამტვერება.
Ⴀღფხურა – (აღვჰფხური) ძირით ამოგდება (ნახე Ⴀღმოფხურა).
Ⴀღქმა – (აღვიქუამ) აღება ორისავე ხელით, მიქმა, გულთან დაჭერა // (აღექმის) მიკურა, ვითა მიწებება.
Ⴀღყუანა —
Ⴀღყუავება – (აღჰყუავდების) გამოსლვა ყუავივლთა.
Ⴀღშენება (აღვაშენებ) – აგება, დადგმა სახლთა და მისთანათა.
Ⴀღშკმა, აშკმა – (აღვაშკმობ, ვაშკმობ) დაღრენა პირისა.
Ⴀღშფოთება – (აღვაშფოთებ, აღვშფოთდები) განუსვენებლობა.