Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Чтение книги онлайн.
Читать онлайн книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი страница 17
Ⴁადრაგა – მატარებელნი მოგზაურთანი უვნებელად მეკობრეთაგან.
Ⴁადრი – გავსილი მთუარე.
Ⴁადრიჯანი – ბადლიჯანი.
Ⴁადუა – (ვბადავ, ვბადებ) შექმნა, გაჩენა წარმოება.
Ⴁავთი – სავალალოს ამბვის მოთხრობა [მობავთე ამგუარის მოამბე; საბავთო სავალალო]
Ⴁავლი – გასამარათვის ქორისაგან პირველ დაჭერილი მფრინველი.
Ⴁავრაყი – ბაირაღი.
Ⴁავრუკი, ბორაკი – ტბის ხაშურია, ოქრომჭედელთაგანხმარებული ოქროს დასადნობად, ვითა ნიშადური კალის დასადნობად.
Ⴁაზარი – საფარდულო, სავაჭრო ადგილი.
Ⴁაზი – სომხურად ქორს ჰქვიან, ხოლო ქართულად ეწოდების ზოგად მონადირეთა მფრინველთ: ქორთა, შავარდენთა, მიმინოთა და მისთანათა, რომელთაც ნემესიოს ორბად სახელსდებს.
Ⴁაზიერი – დამგერშველი და ზედამხედველი ამა მფრინველთა.
Ⴁაზიერთუხუცესი – უფროსი ბაზიერთა.
Ⴁაზმა, ბაზმაკი – სანათი, სანთელი ანუ კანდელი.
Ⴁაზმანდი – თილისმით შელოცვა დაწერილი (ნახე Ⴒილისმა).
Ⴁათალი, ბაითალი, ბეითალი ანუ პეიტარი – ცხენთ აქიმი.
Ⴁათმანი – 5 ჩარექი (Ⴑაწონთან ნახე).
Ⴁაია – გუგათუალისა, შავი, მრგუალი საშუალსა შინა, სადაცა არს მხედველობა.
Ⴁაია – რტო, ნოშო ფინიკისა, ანუ დანაკის კუდისა.
Ⴁაია, ბაო – ჩჩვილნი ესრეთ უწოდებენ ურთიერთსა.
Ⴁაირაღი – დროშა, ალამი.
Ⴁაკანი – ხის ჯამი. // Ⴉუვის ბუდე, რომელსა ძუალი სრულიად გარემოვლებული გარდა თავისა და ფეხების ადგილისა (ნახე Ⴕერქი და Ⴒყავკეცი).
Ⴁაკი – მრგულად მოვლებული ღობე ან ფიცრული ხვასტაგთ დასაყენებელი (Ⴆღუდე ნახე). // Ⴋზისა ანუ მთოვარის გარემო ზოგჯერმე ხილული ნათლის სარტყელი.
Ⴁაკლა – ხნდური ცერცვი, ფახლა [არაბ.].
Ⴁაკუნი – ფეხის ხმა, ბასტანი.