კაცისასა და სხუათა ცხოველთასა იგივე, რაჲცა ხილულსა სოფელსა შინა ოთხნი ნივთნი: მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი, რომელთაგან შენივთებულ არს გუამიცა კაცისა და არა იქმნების ესრეთ თანასწორ შეზავება მათი, რათა ერთი რომელიმე არა სჭარბობდეს მეორეთა და ესრეთ, ვისცა სჭარბობს მიწა, მას ეწოდება მიწის კერძი, ანუ მელანხოლიკოსი (μελάνος – შავი და χόλη – ნაღველი) თჳსება მისი არს მძიმე, დაფიქრებული, ანუ სევდიანი, ვისცა სჭარბობს წყალი, მას ეწოდება ფლეგმატიკოსი (φλεγματικός) და აქუს თჳსება გულგრილისა, ვისცა სჭარბობს ჰაერი, მას ეწოდება ხოლერიკოსი (χολεριικός), აქუს თჳსება ქარიანი და მხიარული, ვისცა სჭარბობს სისხლი, მას ეწოდება ცეცხლის კერძი ან სანგჳნიკოსი (Sanguinicus, ხოლო Sanguis სისხლი), თჳსება მისი არს მრისხანება ანუ გულფიცხელობა. Ⴞარისხნი სიჭარბისა მათისანი არიან სხვადასხუა, რომელ ვიეთთა შორის იქმნებიან ფრიად გარდამეტებით და სხუათა შორის მცირედ და ძვილ შესამეცნებელ. Ⴍთხნი ესე არიან სახენი საზოგადოდ, ეწოდება მათ ლათინურად ტემპერამენტი, და ბალღამი (φλέγμα, არაბულად ნაზლა), ხმარებულ არს ნათესავის წილ. ოთხნი ბალღამნის მაგიერ ჯერ არს თქმად ოთხნი ტემპერამენტნი: მელანხოლია, ჶლეგმატიკა, ხოლერიკა და სანგვინიკა. Ⴞოლო შინაგანისა აგებულებისა დაწყობილება არს ესრეთ; მიწის საცავი არს ელენთა, წყლისა – ნაღველი, ჰაერისა – ფილტჳ და სისხლისა – გული და ღვიძლი. Ⴄსენი Ⴑაბას აღუწერია ლექსსა თანა რევმა, ρεΰμα.