Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Чтение книги онлайн.
Читать онлайн книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი страница 4
Ⴀზნაურება – თავისუფლება, არავისი მონება.
Ⴀზრი – იხილე ჰაზრი.
Ⴀზღუდი – ტანთსაცმელთა თეძოს თავს ქვემოთ ირიბად ჩაგდებული ნაჭერი.
Ⴀთაბაგი – არაბულად მამამთავარი, უმაღლესი მთავარი შემდგომად მეფისა. Ⴒიტლო ესე მიეცა Ⴀხალციხის მთავარსა Ⴑერგის Ⴟაყელსა VI Ⴂიორგი მეფისაგან გარემო 1330 წლისა (იხილე Ⴕართლის ცხ [ოვრება]).
Ⴀთასი – ათჯერ ასი.
Ⴀთასისთავი – უხუცესი ათასთა.
Ⴀთეული – ნაათალი, მეათედი ნაწილი // ათიანი.
Ⴀთვალწუნება – (ავითვალწუნებ) შეძულება, მოძაგება.
Ⴀთისთავი – ათთა ზედა უხუცესი // ათეული, მეათედი ნაწილი.
Ⴀთლა – (ავსთლი), აჭრა, თხლად ასერვა.
Ⴀთრთოლება – (ათრთოლებს) აკანკალებს, (ათრთოლდების).
Ⴀთქჳრება – ხორცის გატენა სიმსუქნით ან დაზღმურდლვა // ხილთა მცირედ სამწიფედ მოსლვა.
Ⴀთქულეფა – ასულეფა, ძაღლთაგან ენით ამოჭმა წუნიანისა.
Ⴀთცხრამეტური – მთოვარის მოქცევა (ნახე Ⴆედნადებთან).
Ⴀთძალი – ათსიმიანი საკრავი.
Ⴀი! – აჰა, შორისდებული ჩვენებითი.
Ⴀიაზმა – ნაკურთხი წყალი სასხურებლად.
Ⴀივანი – დერეფანი ან ეზო.
Ⴀკავლება —
Ⴀკათისტო – დაუჯდომელი.
Ⴀკაკი – ბრინჯის ხე.
Ⴀკანათი – სირთ მახე (იხილე Ⴋახესთან).
Ⴀკანკალება – კუალად ათრთოლება.
Ⴀკაპი – აკაფი (ნახე Ⴀლიკაპი)
Ⴀკარა, აკრა – ზღვის პირი კლდოვანი, ქედი ზღვიდან წარზიდული.
Ⴀკარვება, აღკარვება – (აღვიკარვებ) გარდანაცუალება ადგილისა კარვებითურთ.
Ⴀკაური – ასიდა, ჟრუნი.
Ⴀკელდამა – ებრაულად აგარაკი ანუ დაბა სისხლისა; ამისგან წოდებულ არს აკლდამა მიწაში შეკრული კამარა მკუდართა გუამთ დასადებად და მისვე ებრაული ლექსისგან დამა მიღებულ არს ქართულად ლექსი დაბა, რომელია