Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Чтение книги онлайн.
Читать онлайн книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი страница 69
Ⴃეკანოზი – ათის თავი, ათთა ზედა უხუცესი, ეწოდების უპირატესსა მღუდელსა (ნახე Ⴎროტოპოპი).
Ⴃეკემბერი – უკანასკნელი თთვე წელიწდისა, ქრისტესშობისა, ანუ ტირისდენი (Ⴆოდიაქო ნახე).
Ⴃეკეული – ნახე Ⴃიაკეული.
Ⴃელამოტი – ხაჭო, რძე შედედებული, შეყველებული, ახალი უმარილო.
Ⴃელფინი – დიდი ზღჳს თევზი.
Ⴃენა – (ჰსდის) სლვა, მდინარება ნოტიოთა.
Ⴃენთი – თოფის წამალი, ანუ სხვა ნივთი ამფეთქებელი.
Ⴃერგი – ჭურთ უმცირესი ქილა (ნახე Ⴑაღვინე და Ⴛური).
Ⴃერეფანი – სახლთ წინ ზედმობმული ჭერი უკედლოდ დახურვილი (ნახე Ⴃაეფანი).
Ⴃესპანი – ელჩი (ნახე Ⴋოციქულთან).
Ⴃეტი – დარაჯა, შორით მხედველი (ნახე Ⴃარაჯასთან).
Ⴃვირე, დირე – ტივის ხე, გაუთლელი ძელი (ნახე Ⴞესთან).
Ⴃვრინი, დრვინი – ფრიად დაბალი და ბოხი ბანი გალობაში.
Ⴃვრიტა – მაჭკი, ცხურის წელია ერთი, ყველის შესადედებელი.
Ⴃია – ზევსი, პლანეტი (ნახე Ⴚთომილთან).
Ⴃია, დიად, დიაღ, დიამცა, დიაღამც – ზმნისზედანი დამტკიცებითნი.
Ⴃიადი – ფრიად მრავალი.
Ⴃიადიმა – სამეფო გჳრგჳნი.
Ⴃიათიკა – აღთქმა, ანუ ანდერძის წიგნი.
Ⴃიაკეული – მდაბიურად დეკეული, წლის ფური უშობელი (ნახე Ⴆროხასთან).
Ⴃიაკონი – თანაშემწე მღუდელისა, უპირველესსა მათსაეწოდების მთავარდიაკონი, ხოლო მონაზონად შემოსილსა – არხიდიაკონი და იეროდიაკონი, ეკლესისას შინა მკითხველსა – კერძო დიაკონი და ჳპოდიაკონი, რომელთაცა მსოფლიონი უხმობენ ზოგად დიაკვანს.
Ⴃიასახლისი – ქალი სახლში უფროსი, ანუ სახლის პატრონი.
Ⴃიაღ, დიაღამც – ნახე Ⴃიად
Ⴃიაცი – გლეხის დედაკაცი.
Ⴃიაცური —