Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი

Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი страница 46

Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი

Скачать книгу

(მფრ.) გარეული ტრედი.

      Ⴂვრინვა – გრინვა გრგვინვა, ხმა საგლოველი.

      Ⴂზა – ზოგად სავალი კაცთა. Ⴅრცელს საურმეს გზას ეწოდების შარა და შარას აქეთ და იქით საქვეითოს ბილიკებს თანთანა; ცალკე ვიწროს გზას, ერთი კაცის სავალს – ბილიკი; გატკეპნილ თოვლთა, ანუ შამბთა ზედა – ქაშანი; კლდეთა ზედა ვიწროსა მიხვეულად სავალსა – წავარნა, გინა ჭარკვანა; ჯვარედინსა – მებოძირი.

      Ⴂზავნა – (ვგზავნი) გასტუმრება, წარვლენა, გაგზავნა.

      Ⴂზება – გზნება (ვაგზებ, ვაგზნებ, ვაგზნები) ძლიერის ცეცხლის ანთება.

      Ⴂზირი – შულტი, სოფელსა შინა ქევხათ შემდეგნი კაცნი, რომელნიც ხმამაღლა ზახილით აცნობებენ და გამოუცხადებენ რასმე მოსახლეთა.

      Ⴂზის და გზობას – არა იხმარებიან მარტივად, არამედ რთულად რიცხჳთთა სახელთა თანა: ერთგზის, ორგზის, სამგზის და სხ. (იხილენ თჳსთა ადგილთა), ვითა ხელობა.

      Ⴂია – (ხე) ტვია.

      Ⴂიდელა – ჩალისა ან წურილი წნელისგან დაწნული სკივრი (ნახე Ⴘარაგულთან).

      Ⴂინგილა – სადიაკონო ოლარი მხარზედ გარდასაკიდები გრძლად წინ და უკან.

      Ⴂინგლი – ბუსუსი თმა ჩჩვილთა (ნახე Ⴇმასთან).

      Ⴂინდა – ზმნა 2 პირისა, დაერთვის ნაცვალსახელთა, ვინგინდავინ, რაგინდარა.

      Ⴂინება – (ვაგინებ, ვიგინები) ურიგოდ ხსენება, შეურაცხება, გაუპატიურება.

      Ⴂიობა – გინება, გმობა, ძაგება.

      Ⴂიორგობისთვე – ტირსიკონი, ნოემბერი (ნახე Ⴆოდიაქო).

      Ⴂიჟი – გონებანაკლები ან ჭკუაშეშლილი, ამისნი სახენი 12 დაუდვიათ:

      1. Ⴘმაგი რომელი სიგიჟით ავნებდეს თავსა თჳსსა და სხვათაცა.

      2. Ⴞელი ან შეხმუხი რომელი უცნობოდ გარბოდეს და არავის ავნებდეს.

      3. Ⴑულელი ცნობამიხდილი, ვერ გამრჩევი სარგებელისა და სავნებელისა, ბებერთათჳს ითქმის ტუტუცი.

      4. Ⴚოფი წინადაუხედავობით და სიბორგილით კეთილად ვერ განმსჯელი.

      5. Ⴌაღულიანი

Скачать книгу