Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Чтение книги онлайн.
Читать онлайн книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი страница 47
Ⴂლემურძი – ღორის ხორცსა და ტყავს შუა მომსუქნო ადგილი.
Ⴂლესა – (ვგლეს) განგოზა, წასმა რისამე, გაგლესა.
Ⴂლეხი, გლეხიკაცი – მდაბიო, მსოფლიო მოსახლე.
Ⴂლეხური – გლეხთ შესაფერი.
Ⴂლეჯა – (ვჰგლეჯ) ხევა, მოხევა, დახევა, ანუ აღმოფხურა მცენარეთა, კრეფა ხილთა და მისთანათა.
Ⴂლინვა – (გლინავს, ეგლინება) გველივით მუცლით ცორვა (Ⴈიარულში ნახე),
Ⴂლისპი – ანჩხლი, კაპასი, ჯიქი, გაუგონარი, მიუკარებელი. // Ⴑაღვთოსა შინა წერილსა დაუდვიათ გაპარსულის ადგილს.
Ⴂლოვა – (ვიგლოვ, ვგლოვობ) ვაება, ტირილი.
Ⴂლოვა, გლოვობა – შავის შემოსა ჟამ რავდენმე მიცვალებულთა ზედა.
Ⴂლუ – გლუვი უმქისო, უროკო, უხორკლო.
Ⴂლუსუნი – (ვეგლუსუნები) ზედ წახეხება.
Ⴂმერა – გმირვა, გუმერა, გურემა (ვჰგმერ, ვჰგმირავ, ვუგმერ) მახვილის კურა, განწონება, განგმერა.
Ⴂმირი – დიდი და საზარელი ტანითა და უფროსღა ძალითა და საქმითა (ნახე Ⴈროელი).
Ⴂმობა – (ვჰგმობ, ვიგმობი) გინება, გიობის წარმოთქმა. // უარის ყოფა საღვთოთა საქმეთა, ანუ დახსნა სჯულისა.
Ⴂმობილი – დაწუნებული, არა ქებული.
Ⴂმური – ხელშუბა (Ⴊახვართან ნახე).
Ⴂნდე ნიღრი – გარეგანი კიდე საჭრელთა, ვითარ დანისა, ხმლისა, ცულისა და მისთანათა.
Ⴂნოლი – (მფრ.) გლონი.
Ⴂნომი – ძალი სულისა განხილვად მსგავსებასა ნივთთასა.
Ⴂობა – ძელთაგან ამოჭრილი ჭურჭელი, სალაფავის ჩასასხმელინ შინაურთა ხვასტაგთათჳს.
Ⴂოგვა – (ჰგოგავს) მფრინველთ ხლტომა ფეხითა მისაწონად (Ⴑიარულში ნახე).
Ⴂოგირდი – წუნწუბა, ჩექა.
Ⴂოგმანი – გოგვა.