Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Чтение книги онлайн.
Читать онлайн книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი страница 56
Ⴃაკარგვა – (დავჰკარგავ, დავიკარგები) გადავარდნა უამბვოდ. // ზოგჯერმე ითქმის დატყვევებად; დაიკარგა ლეკში, თათარში და სხ.
Ⴃაკარგული – ურგებად გარდაგდებული, გადავარდნილი ან დატყვევებული.
Ⴃაკარვება – (დავიკარვებ) დავანება, დადგომა სადმე კარვებით.
Ⴃაკარწახება – (დავიკარწახებ) წვივთ გაშიშულება წყალში გასასვლელად.
Ⴃაკაფვა – (დავჰკაფავ) მოჭრა, მოკვეთა ფიჩხთა, ნოშოთა და მისთანათა.
Ⴃაკაწრვა – (დავჰკაწრავ, დავიკაწრავ) დაგლა, დაფხაჭნა კანისა სისხლის გამოდენადმდე.
Ⴃაკემსვა – (დავჰკემსავ) წურილად დაჭრა.
Ⴃაკეპა – (დავჰკეპ) დაჩქლეთა, დაწურილება, დაჭრა.
Ⴃაკეპილი – (ხორცი, კომბოსტო და სხ.) წურილად დაჭრილი.
Ⴃაკერება – (დავაკერებ) გაცვეთილზედ საკერებლის დადება.
Ⴃაკეტა – (დავჰკეტ) დახშვა, დაკრძალვა კართა, კლიტის დადება.
Ⴃაკეცა – (დავჰკეც) გაშლილის მოხრა, მოკაკვა ან შეხვევა.
Ⴃაკვებება – (დაეკვებების) ლექსი ესე იხმარების ახალ წელიწადს ამაოდ მორწმუნეთა კაცთაგან, რომელნიც ჰგონებენ რეცა მას დღესა ვითარნი იქმნებიან შემთხვევანი სასიამოვნონი თუ უსიამოვნონი, ეგრეთ განატარებენ იგინი მრთელსა წელიწადსა.
Ⴃაკვეთება – (დავაკვეთებ, დავეკვეთები) დაცემა, დახეთქება, დახლა. // დაეკვეთების შეხუდების, შეემთხვევის.
Ⴃაკვეცა —
Ⴃაკიდება – (დავჰკიდებ) მაღლა შეკიდება. // თავის დაკიდება, ჩამოკიდება, მოხრა, დაფიქრება.
Ⴃაკირთება – დამონება (ნახე Ⴉირთება).
Ⴃაკირთებული – დამონებული.
Ⴃაკლება – (დავაკლებ, დავიკლებ) დამცირება, დამდაბლება ან მოკლება. // ფასის დაკლება ჩამოსლვა ფასზედ.
Ⴃაკლვა – (დავჰკლავ, დავიკლვი) საკლავთა ცხოველთა მოკლვა დანითა საჭმელად.
Ⴃაკმაზვა – (დავჰკმაზავ) შეკმაზვა, მორთვა მრავალთა ცხენთა. // დარკვევა