Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Чтение книги онлайн.
Читать онлайн книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი страница 60
Ⴃარანი – ნაპრალი კლდესა, ანუ მიწასა შინა.
Ⴃარაჯა – მცველი მიჩენილი დასაცველად. Ⴀმისნი სახენი: გუშაგი ციხეთ დარაჯა, ანუ მეციხოვნენი, ებგური მაღლის ადგილიდამ მოდარაჯე, მსტოვარი, აეშაგი დამზვერავი მტერთა ადგილისა და ლაშქრისა (თურქთა ენით ჯაშუში), ტალა მოგზაურთა ღამის მოდარაჯე, დეტი დღისით შორიდამ მომზირალი, ხუმილი ანუ მხმილავი მცველი პატრონის კართა, ანუ ხვასტაგთა თანა რამის მთეველი, კერკეტონი ღამით მოარულნი ბოროტთა კაცთა შესაპყრობად.
Ⴃარაჯაგი, დარიჯაგი – უცხოთ სავანე, სადგური.
Ⴃარბაზი – სასახლეთა შინა უდიდესი პალატი, ანუ სამეფოს გამომჩენების სახლი.
Ⴃარბაზ-ბატონი – სახელოა (ნახე Ⴉურატპალატი).
Ⴃარბაზობა – (ვდარბაზობ) დარბაზს კრებულობა შესაქცევად, ანუ გამოსამჩვენებლად.
Ⴃარბაისელი, დარბაზისერი – დარბაზ-ბატონი, წარჩინებული, დარბაზს მქონებელი ადგილისა.
Ⴃარბევა – (დავარბევ) ნახე Ⴐბევა.
Ⴃარგვა – (დავრგავ) დასხმა, დანერგვა მცენარეთა.
Ⴃარგი – თჳთოეული გვერდი ოთხკუთხისა განფენილებისა, ვენახისა, სახნავისა და მისთანათა. Ⴃარგი ზევითი, ქვეითი, აქათი და იქითი. // ნაწილი სწავლათა, შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი. Ⴃარგსა თანა ითქმის მალი სახლთა და სართულთა თჳთოკერძო შესახედავი, ვითარ ზედათი მალი, აქეთი და იქითი. Ⴋხარე არს კერძო აღმოსავლეთისა, დასავლეთისა და მისთანანი, ვითარ მთისა, ზღჳსა და სხ., ხოლო ცალგნითი განჰყოფს ორად აქათსა და იქითსა.
Ⴃარდი – ნაღველი, ზრუნვა, საურავი, საფიქრებელი, მწუხარება.
Ⴃარება – (ვადარებ, ვედრები) შედარება, (ნახე Ⴃარი).
Ⴃარეგვა – (დავრეგავ) მაღლიდამ ჩამოწოლილისა, ანუ ჩამოქცეულისგან დალეწა და შემუსრვა, რაჲცა ქვეშე დახუდების, ვითარ სეტყჳსაგან, დაქცეულის კედლისგან და მისთანათა.
Ⴃარეკა – (დავრეკ, -კავ)