Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი

Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი страница 61

Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი

Скачать книгу

style="font-size:15px;">      Ⴃარუპილპილი —

      Ⴃარქმა – (დავარქვამ) დახურვა სარქველისა ან პირქვე დადგმა. // რქენა, რქენით განდევნა.

      Ⴃარქმევა – (დავარქმევ) სახელის მიცემა, წოდება.

      Ⴃარღვევა – (დავარღვევ) გარღვევა. // დაქცევა, დაშლა, მოშლა.

      Ⴃარჩევა (დავარჩევ) უკეთესთ გამოკრება.

      Ⴃარჩენა (დავარჩენ, დავრჩები) დაშთენა, გადარჩენა, მონარჩუნება. // გამოზრდა, შენახვა.

      Ⴃარჩილვა – სპილენძით რკინის დაკავშირება.

      Ⴃარჩობა – (დავარჩობ), დავირჩობი) მოშთობა სულის შეგუბებით, ანუ წყალსა შინა.

      Ⴃარჩომა – (დავრჩები) არს ვნებითი ზმნა (ნახე Ⴃარჩენა, Ⴃავარჩენ).

      Ⴃარწმუნება – (დავარწმუნებ, დავირწმუნებ, დავერწმუნები) დაჯერებინება, დაჯერება.

      Ⴃარწყმა – მახისა (დავარწყამ) დადგმა.

      Ⴃასაბამი – თავი, დაწყება, დასაწყისი. // დასაბამი სოფლისა, დაარსება, გაჩენა მისი.

      Ⴃასავალი – მზის დასაბუდი, სადაცა დახდების, დაიმალვის.

      Ⴃასავლეთი – მზის დასავალის კერძოდ მდებარე ხმელეთი ანუ მხარე.

      Ⴃასაზრვა – (დავსაზრავ) მოსაზრვა, ჰაზრით აღრიცხვა, ანუ განზომა.

      Ⴃასაკლისი – ნახე Ⴃაკლება.

      Ⴃასასრულ – უკანასკნელ, ბოლოს დროს.

      Ⴃასასრული – ბოლო. დაბოლოვება, ბოლოს, მოღება.

      Ⴃასაფარები – კატავასია საგალობელთა, ბოლოს სათქმელი მუხლი. // სახურავი.

      Ⴃასაფლავება – (დავასაფლავებ) დამარხვა, დადება საფლავში,.

      Ⴃასაღონებელი, დასაღონარი – ძნელად მისახდომი, უღონოებად მომყვანი.

      Ⴃასაძრახი – სათაკილო, საძრახავი.

      Ⴃასაწყისი – დასაბამი, ადგილი ან ჟამი სადიდგანცა დაიწყება რამე.

      Ⴃასახვა – (დავსახავ) გამოსახვა, ანუ სახით მიმსგავსება.

      Ⴃასაჯდომელი – ადგილი დაჯდომისა, დასასხდომი.

      Ⴃასერვა – (დავსერავ) დაჭრა, დაკოდვა.

      Ⴃასველება – (დავასველებ) დალტობა

Скачать книгу