Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი

Чтение книги онлайн.

Читать онлайн книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი страница 62

Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი

Скачать книгу

// გუნდი, დასი მხედრობისა.

      Ⴃასტამალი – მჩვარი გასაწმენდი ჭურჭელთა, ანუ პირდასაცმელი კოკათა და მისთანათა.

      Ⴃასტამბო – პუმპულა, პატარა ნესვი.

      Ⴃასტანაგი – ქალთ სამკლავე (Ⴋელავანდი ნახე).

      Ⴃასტაქარი – ნახე Ⴃოსტაქარი.

      Ⴃასტური – უსაცილო, უიჭველი. Ⴃასტურად მართლად. // ნების დართვა.

      Ⴃასუნთქვა – (დასუნთქავს) გესლიანთა მძრომთაგან ზედ გარდავლით დაცოფვა, დაშხამვა, ცხოველთა ტანისა, ანუ ხილთა და მდელოთა ზედა დატევება შხამისა, რომელთაცა ჭამა სავნებელ იქმნების.

      Ⴃასუსტება – (დავასუსტებ, დავსუსტდები) მოუძლურება.

      Ⴃასუსხვა – (დავსუსხავ) ჯინჭრის ეკლიანთა ფურცელთა შეხებით დაწვა ტანისა, ანუ ყინვისა და სიცივისგან წახდენა მოსავალთა.

      [Ⴃასქდომა] —

      Ⴃასწავლა – (დავასწავლი, დავისწავლი) სწავლის მიცემა, ან მიღება, დაჩვევა.

      Ⴃასწრება – (დავესწრები) დახვედრა, შეხდომა სხვასთან.

      Ⴃასწრობა – (დავასწრობ) თჳსსა დროსა, ანუ უწინარეს სხჳსა შესრულება.

      Ⴃასხვეპა – (დავსხვეპ, -პავ) მხალთაგან დამპალთ ფურცელთ დაგლეჯა, გარჩევა, გაფურჩნვა.

      Ⴃასხდომა – (დავსხდებით) მრავალთ დაჯდომა.

      Ⴃასხლეტა – (დავსხლეტ, დასხლტება) უეცრად გავარდნა, გაგდება.

      Ⴃასხმა – (დავასხამ) გადმოღება ნოტიოთა სასმისსა ზედა, ანუ წუნიანთა ჭურჭელსა ზედა და სხ..

      Ⴃასხმა – (დავასხამ) დანერგვა ხეხილთა და სხვათა მცენარეთა.

      Ⴃასხმა – ხელთა (ხელს დავასხამ) კურთხევა თავზედ ხელის დადებით, სამღუდელოს ხარისხის შემოსვა. // დაჭერა, დაპატიმრება.

      Ⴃასხმა – (დავსხამ) დაჯდინება მრავალთა.

      Ⴃასხმა – (დავსხამ) დაწყობა მრავალთა ნივთთა რიგზედ, ანუ სათამაშოთა ჭადრაკის პაიკთა და მისთანათა. // შემოკრება, განკარგვა.

      Ⴃასხმა – (დავესხმი) მტრისაგან უცებად მიხდომა, ზედადასხმა.

      Ⴃასხმა –

Скачать книгу