Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Чтение книги онлайн.
Читать онлайн книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი страница 57
Ⴃალაქი – ვარსიმი.
Ⴃალბობა – (დავალბობ, დალბების) ხმელის დარბილება წყალში.
Ⴃალევა – (დავლევ, დაილევის) სმა, შესმა ნოტიოთა. // გამოლევა, დასრულება, გათავება.
Ⴃალეკა, დალეკება – (დაილეკს) ძირს წასვლა თხლისა.
Ⴃალეწა – (დავლეწ) დამტურევა, დამუსრვა, დარეგვა.
Ⴃალიჭი – ტახტი დასაჯდომელი დიდებულთა (ნახე Ⴑკამი).
Ⴃალორტება – (დავლორტდები) სრულიად დასველება, გალუმბვა.
Ⴃალოცვა – (დავლოცავ) მიცემა ლოცვისა, კურთხევისა, ლოცვით განმტკიცება.
Ⴃალპობა – (დავალპობ, დალპების) წახდენა ნივთთა ლპობითა.
Ⴃალტობა – (დავალტობ) დასველება.
Ⴃალურსვა (ცხენმა ყურები დაილურსა) შიშიგან, ანუ ალღოსგან ყურების ცქვეტა, აღმა აწევა და დაღება, მომზადება სასმენელად.
Ⴃალურსმვა – (დავლურსმავ) დაჭედა, ლურსმებით მიკურა.
Ⴃალურჯება – (დავალურჯებ, დალურჯდება) დალებვა, ლურჯად შექმნა.
Ⴃამადლება – (დავამადლებ) დავალება, დამუნათება. // (დავუმადლებ) მადრიელობის მოხსენება, ან გარდახდა სიკეთისა.
Ⴃამალვა – (დავმალავ, დავიმალები) დაფარვა, ფარულად შენახვა.
Ⴃამანი – ბროლი გათლილი ანუ მრგუალი, რომელიცა მზის სხივთა განჭვირვით ცეცხლს მოუკიდებს აბედსა და მისთანათა.
Ⴃამართება – (დავმართებ) ქვედაღება, დაწევა; (დავემართები), ქვედადრეკა. // ხელის დატანება, აღპყრობა. // (დაემართების, დაემართა) შემთხვევა.
Ⴃამარილვა, დამარილება – (დავმარილავ, -ლებ) მარილის შეყრა ან ჩადება მარილში.
Ⴃამარხვა – (დავიმარხავ) შენახვა, დაცვა. // (დავმარხავ) დაფლვა მკუდართა, დასაფლავება.
Ⴃამარხვება – (დამარხუდების) მარხვის დადგომა, შემოსლვა.
Ⴃამასხი – ერთგუარი ქლიავი და უფრორე დამასკოს ქალაქის ადგილისა, რომლისაგანცზ დარქმევია სახელი, ხილი მისი.
Ⴃამატება – (დავმატებ, დავუმატებ) დართვა, შეძინება.